მთავარი » 2015 » აგვისტო » 1 » დაკავება ნარკოტიკების შემოტანისთვის
10:44 AM
დაკავება ნარკოტიკების შემოტანისთვის

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციამ  ერთი პირი დააკავა, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ჰეროინი უკანონოდ შემოჰქონდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,343 გრ ჰეროინს შეიცავს," - ნათქვამია განცხადებაში. 

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნანახია: 752 | დაამატა: sabunio800 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map