მთავარი » 2015 » ივლისი » 31 » ინტერპოლმა დავით კეზერაშვილზე ძებნა შეწყვიტა
4:13 PM
ინტერპოლმა დავით კეზერაშვილზე ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო. 

ამის შესახებ პირველი ინფორმაცია კეზერაშვილის უფლებების დამცველმა საქართველოში, ადვოკატმა შოთა მინდელმა გაავრცელა. 

ამ დროისთვის კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც უკვე ამოღებულია და ინტერპოლისვებგვერდზე განთავსებულ ძებნილთა სიაში ის აღარ არის.  

თუმცა, მთავარი პროკურატურა, რომელის მოთხოვნითაც ახორციელებდა ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნას, ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.      

დავით კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდებული.

2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. თუმცა, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს მისი ექსტრადიციის მოთხოვნაზე  უარი უთხრეს იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა, საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ჰქონოდა ადგილი.  

ცოტა ხნის წინ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც, ამოიღო. 

 

ნანახია: 756 | დაამატა: sabunio800 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map