მთავარი » 2015 » აგვისტო » 1 » თურქეთის ორი მოქალაქე ყალბი უცხოური ვალუტის გასაღებისთვის დააკავეს
10:46 AM
თურქეთის ორი მოქალაქე ყალბი უცხოური ვალუტის გასაღებისთვის დააკავეს

თურქეთის ორი მოქალაქე ყალბი უცხოური ვალუტის გასაღებისთვის დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავცრელებს, რომლის თანახმად, ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, აჭარის ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - გოკჰან ავჯი და კურტულუშ სოსლუოღლუ დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და საქართველოს მოქალაქეებზე გაასაღეს, სხვადასხვა ოდენობის ყალბი ამერიკული დოლარის და თურქული ლირას კუპიურები. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. 

 
ნანახია: 744 | დაამატა: sabunio800 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map