მთავარი » 2015 » აგვისტო » 1 » ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსია
11:02 AM
ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსია

დღეიდან საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მუშაობას იწყებს. უწყებას კი ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უხელმძღვანელებს. 

გომელაური აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წარადგინა. პარლამენტმა კი 22 ივლის საგანგებო სხდომაზე 83 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 39 წლის ვახტანგ გომელაური პარლამენტმა 6 წლის ვადით დანიშნა. 

გომელაური შს სამინისტროს 2015 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2013 წლის გაზაფხულიდან ეკავა.

1994-2003 წლებში ის სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ხოლო 2003-2013 წლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოში მუშაობდა. 

ვახტანგ გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დაცვასა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ნანახია: 685 | დაამატა: sabunio800 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map