მთავარი » 2015 » ივლისი » 31 » ზურაბ ჟვანიას საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სასამართლოს ჩვენება მისცა
4:38 PM
ზურაბ ჟვანიას საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სასამართლოს ჩვენება მისცა

ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების საქმის განხილვაზე დღეს ბრალდების მოწმეები დაკითხეს. მათ შორის იყო ის გამომძიებელი, რომელიც ათი წლის წინ საქმეს ხელმძღვანელობდა.

გამომძიებელმა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის საქმეზე 2013 წლიდან მუშაობს, დღეს სასამართლოში წარმოადგინა სატელეფონო ანძის მონაცემები, ამაზე დაყრდნობით მან მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ადგილსამყოფელის შესახებ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების დღეს.

გიორგი ლომთაძემ განაცხადა, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარეშე დატოვეს ყოფილი პრემიერი და ისინი არ იმყოფებოდნენ საბურთალოს ქუჩის, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ საქმეზე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძესა და დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ძაძამიას სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

 

ნანახია: 779 | დაამატა: sabunio800 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map