მთავარი » 2015 ივლისი 31 » ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებს ისევ იყენებენ
4:41 PM ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებს ისევ იყენებენ | |
ბორჯომის რაიონის სოფელ დვირთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ბორჯომის ხეობაში მუშაობას 2 ვერტმფრენი განაგრძობს. ტერიტორიაზე, დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება. ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |