მთავარი » 2015 ივლისი 31 » დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
4:44 PM დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს | |
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, მარნეულში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი 25,7249 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |