მთავარი » 2015 ივლისი 31 » ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე უარი განაცხადა
9:47 PM ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე უარი განაცხადა | |
ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატი, ოთო კახიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. "ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა! დადასტურებული ინფორმაციით, ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს. განადგურებას ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ გაუშვა ინტერპოლში. ყველას, ვისაც ეს ამბავი გაეხარდა, ვულოცავ ამ გამარჯვებას! მთავარი გამარჯვებები კი წინ არის," | |
|
სულ კომენტარები: 0 | |