11:02 AM ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსია | |
დღეიდან საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მუშაობას იწყებს. უწყებას კი ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უხელმძღვანელებს. გომელაური აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წარადგინა. პარლამენტმა კი 22 ივლის საგანგებო სხდომაზე 83 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 39 წლის ვახტანგ გომელაური პარლამენტმა 6 წლის ვადით დანიშნა. გომელაური შს სამინისტროს 2015 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2013 წლის გაზაფხულიდან ეკავა. 1994-2003 წლებში ის სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ხოლო 2003-2013 წლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოში მუშაობდა. ვახტანგ გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დაცვასა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |