მთავარი » 2017 » სექტემბერი » 29 » ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას ბათუმში მიწის ნაკვეთები გადაეცა
2:03 PM
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას ბათუმში მიწის ნაკვეთები გადაეცა

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთები გადაეცა. საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილავდნენ. 

საკრებულოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიწის ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემას, რომელმაც თავის მხრივ, კომპანიას გადასცა ტერიტორია. 

„ბიზნესდეველოპმენტს“ ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის 6300 კვ. ტერიტორია იჯარით, 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი კი, პირდაპირი მიყიდვის წესით.

ოპოზიცია ტერიტორიის ივანიშვილთან დაახლოებული კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებდა. ხმის მიცემამდე, საკრებულოს სხდომაზე ხმაურიც იყო.

ნანახია: 1260 | დაამატა: sabunio800 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map