მთავარი » მასალის არქივი

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციამ  ერთი პირი დააკავა, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ჰეროინი უკანონოდ შემოჰქონდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,343 გრ ჰეროინ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 749 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 08.01.2015 | კომენტარი (0)

ტომ კრუზის გმირი ამჯერად მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად იბრძვის -"შეუსრულებელი მისია 5" მსოფლიო კინოეკრანებზე დღეიდან გამოდის.

ფილმი 2 საათი და 11 წუთი გრძელდება. მისი ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარია და ორ დღეში ავტორები 55 მილიონი დოლარის შემოსავალს ელოდებიან. რეჟისორი კი უკვე ახალ პროექტზე მუშაობს.

გაზაფხულიდან 53 წლის ტომ კრუზი თავისი გმირის ახალ თავგადასავალში ჩაერთვება.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 788 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

ინტერპოლისგან მიღებული უარის მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისადმი საერთაშორისო ძებნის დაწყებას, ხოლო დავით კეზერაშვილიზე ძებნის აღდგენას მოითხოვს. 

რუსთავი2 პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 667 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატი, ოთო კახიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

"ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა! დადასტურებული ინფორმაციით, ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს. განადგურებას ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ გაუშვა ინტერპოლში. ყველას, ვისაც ეს ამბავი გაეხარდა, ვულოცავ ამ გამარჯვებას! მთავარი გამ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 717 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, მარნეულში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი 25,7249 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნანახია: 742 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ბორჯომის ხეობაში მუშაობას 2 ვერტმფრენი განაგრძობს.

ტერიტორიაზე, დაახლოებით,  150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება. ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.  ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 719 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების საქმის განხილვაზე დღეს ბრალდების მოწმეები დაკითხეს. მათ შორის იყო ის გამომძიებელი, რომელიც ათი წლის წინ საქმეს ხელმძღვანელობდა.

გამომძიებელმა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის საქმეზე 2013 წლიდან მუშაობს, დღეს სასამართლოში წარმოადგინა სატელეფონო ანძის მონაცემები, ამაზე დაყრდნობით მან მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ადგილსამყოფელის შესახებ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების დღეს.

გიორგი ლომთაძემ განაცხადა, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 773 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

ინტერპოლმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო. 

ამის შესახებ პირველი ინფორმაცია კეზერაშვილის უფლებების დამცველმა საქართველოში, ადვოკატმა შოთა მინდელმა გაავრცელა. 

ამ დროისთვის კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც უკვე ამოღებულია და ინტერპოლისვებგვერდზე განთავსებულ ძებნილთა სიაში ის აღარ არის.  

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 753 | დაამატა: sabunio800 | თარიღი: 07.31.2015 | კომენტარი (0)

« 1 2 3
Investigationes
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
Mirum
sample map